მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი პაატა შავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ

პაატა შავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ

1323
0

მედიაჯგუფმა “აჭარა P.S.” მა და გაზეთ “ჩემი ქობულეთის” რედაქციამ საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის მოსამართლედ ასარჩევად სამართლის დოქტორისა და პროფესორის – ბატონ პაატა შავაძის კანდიდატურა წარუდგინა. ბატონი პაატა არის ღირსეული უფლებადამცველი, ქართველ იურისტთა რამდენიმე თაობის აღმზრდელი, სამართლის დოქტორი, აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ბათუმის იურიდიული აკადემიის სრული პროფესორი, აკადემიკოსი, იურისპრუდენციაში ათობით სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების ავტორი თუ თანაავტორი. ბატონი პაატა როგორც საქართველოში სამართლის დარგის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, თავისი განვლილი ცხოვრებით, დამსახურებით, უაღრესად დიდი გამოცდილებითა და ინტელექტით, სიღრმისეული ცოდნითა და საინტერესო ხედვებით იურისპრუდენციაში, ნამდვილად იმსახურებს საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანციის მოსამართლის მაღალ სტატუსს და ეს მას არაერთგზის დაუმტკიცებია თავისი ნაღვაწით, წესიერებითა და გამორჩეული პატიოსნებით! ისეთი ძლიერი იურისტი, როგორიც არის შავაძე, ვფიქრობთ, რომ ამჯერად ერს და ქვეყანას სწორედ იქ სჭირდება, სადაც სამართლიანობამ მართლაც უნდა იბატონოს!