საქართველოს საჯარო სკოლებში შემსვლელ მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო. მოსწავლეების მიღება სამ ეტაპად წარიმართება. პირველი ეტაპი 23 აპრილიდან – 4 მაისამდე პერიოდს მოიცავს. სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომელთა და-ძმაც იმავე სკოლაში სწავლობს, მშობელიც სკოლის თანამშრომელია და ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად დოკუმენტებს სკოლებში 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით მიიღებენ. მეორე ეტაპზე, 15 მაისიდან 9 ივნისამდე ვადაში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს. მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად დოკუმენტები 11-დან 21 ივნისამდე მიიღება. მესამე ეტაპი კი 22 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. ბათუმის რესურსცენტრის უფროსის გოჩა დავითაძის განცხადებით რეგისტრაციას მხოლოდ ის მოსწავლეები გაივლიან, რომელთა ასაკი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეესაბამება. კანონი განათლების შესახებ კი 2015 წლიდან პირველ კლასში მისაღებად ისევ 6 წლის ასაკს ითვალისწინებს.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი პირველკლასელთა სასკოლო რეგისტრაცია დაიწყო