მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი პოლიცია მოქალაქეებს საკუთარი ოჯახებიდან ვეღარ გამოასახლებს

პოლიცია მოქალაქეებს საკუთარი ოჯახებიდან ვეღარ გამოასახლებს

376
0

პოლიციის წესით მოქალაქეების საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლება გაუქმდა. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.

დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გახდება შესაძლებელი. გაუქმდა ნორმები, რომელთა მიხედვითაც, პიროვნების გამოსახლება-გამოყვანა იძულებით არის შესაძლებელი.
შესაბამისი ცვლილებები პოლიციისა და სააღსრულებლო წარმოების შესახებ კანონებში შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებები სამოქალაქო და საპროცესო კოდექსებსაც შეეხება.