მიმდინარე წელს პოლონეთში, საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პროექტი „ვწერთ და ვკითხულობთ რუსთაველს“. პროექტის ფარგლებში პოლონელმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ვეფხისტყაოსნის პოლონური თარგმანის კალიგრაფიულ გადაწერაში. 20017 წლის 11 ნოემბერს პროექტში მონაწილე ახალგაზრდები საქართველოს ეწვივნენ. დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის უფროსმა თეა ჭანტურიშვილმა პოლონელ სტუმრებსა და ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებს უმასპინძლა და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით პოლონელმა ახალგაზრდებმა ბათუმის არქეოლოგიური, აჭარის ხელოვნებისა და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმები დაათვალიერეს. პოლონელ ახალგაზრდებს ბათუმში მასპინძლობს ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“.