არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდულმა ცენტრმა“ 13-20 ოქტომბერს, ერასმუს+ ის დაფინანსებით, ქობულეთში განახორციელა პროექტი “Volunteering For Change“, რომელშიც მონაწილეობდა 30 ახალგაზრდა და 6 ლიდერი 3 ქვეყნიდან: საქართველო, ფინეთი და სლოვენია. პროექტის მთავარ მიზანს ახალგაზრდების გაძლიერება და მოხალისეობაზე მათი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
ახალგაზრდა მონაწილეები 8 დღის განმავლობაში ჩართული იყვნენ მრავალფეროვან არაფორმალურ აქტივობებში, გაეცნენ სხვადასხვა მოხალისეობრივ შესაძლებლობებს, ისწავლეს მოხალისეობისა და საზოგადოების განვითარებაში მათი პირადი ჩართულობის მნიშვნელობა.
არაფორმალური განათლების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა განევითარებინათ ლიდერული, კრიტიკული აზროვნების, ჯგუფური მუშაობის, კრეატიული, ციფრული და აქტიური მოქალაქეობის უნარები. აქტივობების განმავლობაში მონაწილეებმა იმუშავეს პიროვნულ განვითარებაზე, სოციალური და გარემოს პრობლემების მოგვარებაზე მოხალისეობრივი ჩართულობით. მათ მიიღეს პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება, შექმნეს ციფრული კამპანიები და სამომავლო ივენთები. პროექტი ახალგაზრდებს დაეხმარა გაცნობოდნენ მოხალისეობრივი საქმიანობის დადებით გავლენას საზოგადოებასა და მოხალისეებზე.
გაცვლითი პროექტის ბოლოს თითოეულმა მონაწილემ მიღებული გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნა სამომავლო გეგმა და ინიციატივები, რასაც საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ განახორციელებენ. მათი აქტიური ჩართულობითა და მიღებული გამოცდილებით, ახალგაზრდები შეიტანენ მნიშვნელოვან წვლილს საკუთარი ქალაქისა და საზოგადოების განვითარებაში.
იგეგმება პროექტის მეორე ნაწილის განხორციელება ფინეთში, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიღრმავონ პრაქტიკული ცოდნა და გახდნენ აქტიური მოქალაქეები. გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები კარგი საშუალებაა ახალგაზრდებისთვის გაიფართოვონ თვალსაწიერი, გაეცნონ ახალ კულტურასა და ისტორიას, აიმაღლონ მოტივაცია და გაუზიარონ ახალი იდეები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს.
#ErasmusPlus #EDUFI #YouthExchange #Youthcentervasatokka #YCG #RZR #VolunteeringForChange