მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება „ჟურნალისტ“ ნინო ინაიშვილის ქმედებას ადვოკატი თენგიზ კახიძე „მარაზმს“ უწოდებს

„ჟურნალისტ“ ნინო ინაიშვილის ქმედებას ადვოკატი თენგიზ კახიძე „მარაზმს“ უწოდებს

367
0

„აჭარა P.S.“-ის ვებ.გვერდზე გამოქვეყნებულ წერილს „არშემდგარი „სკანდალი“ და პოპულარიზაციის მიზნით გადადგმული არაპოპულარული ნაბიჯები – მოქალაქე ნინო ინაიშვილმა მეგობრის ქმრის დანაშაული დაფარა? ფარული ჩანაწერით კი ზეწოლაზე ალაპარაკდა“… სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მიერ გამოქვეყნებულ ფარული ჩანაწერის ავტორს ნინო ინაიშვილს ჩანაწერამდე სხვადასხვა ადრესატთან გაგზავნილი სმს-შეტყობინებები გაუსაჯაროვეს, უფლებადამცველი თენგიზ კახიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ეხმაურება: -„ასეთი დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების შემხედვარე,როგორ დავიჯერო და ვირწმუნო ქალბატონი ჟურნალისტის კეთილსინდიერება აღნიშნული სამარცხვინო ფაქტის შესახებ? გაოგენბული ვარ და ვერ ამიხსნია თუ რას ნიშნავს ეს ორმაგი თამაში, რომელიც არ ჯდება არც ერთ ფორმატში… მხედველობაში მაქვს, როგორც ზნეობრივი, ასევე სამართლებრივი… ასევე საინტერესოა, ამ მესიჯების შესახებ ინფორმირებული იყო თუ არა მისი უშუალო ხელმძღვანელობა?!! იმედია, გაეცემა პასუხი ადრე თუ გვიან ამ მარაზმს“…- ნათქვამია თენგიზ კახიძის განცხადებაში.