დღეს, Georgian Airways-ის დანიშნული თბილისი–მოსკოვი–თბილისის ჩარტერული რეისიგაუქმდა.
მოსკოვი–თბილისის რეისზე ბილეთები ოთხშაბათს გაიყიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავი თბილისის დროით 10:00 საათზე უნდა გაფრენილიყო და „ვნუკოვოს“ აეროპორტში მოსკოვის დროით 11:30 საათზე დაეშვებოდა.
ავიაკომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა ფრენის გაუქმება “ატეხილ აჟიოტაჟს” დაუკავშირა.
ცნობისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლისზაფხულში შეწყდა ე.წ. „გავრილოვის ღამისა” და მისი თანმდევი მოვლენების გამო.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ საქართველოში ავიამიმოსვლა.