ბირთვული მასალის – რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო გასაღების ფაქტზე ქობულეთში ამ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც მათ ბირთვული მასალა გასაღების მიზნით, ქობულეთში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიიტანეს. ასევე სუსის ინფორმაციით, ნივთიერების გაყიდვა 3 მილიონ დოლარად იგეგმებოდა.
რა გზით აღმოჩნდა ბირთვული მასალა დაკავებულების ხელში, ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და მეზობლებს ინფორმაცია არ აქვთ. ამბობენ, რომ ერთ-ერთ მათგანი ჯართის ბიზნესით იყო დაკავებული.
ახლობლებმა არც ის იციან, რა გარემოში და სად მოხდა ეჭვმიტანილების დაკავება. ამბობენ, რომ პატრულის თანამშრომლები ჯართს პერიოდულად ამოწმებდნენ.
ძალოვანი უწყებების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოში ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის 24 ფაქტი გამოავლინეს და 70 პირი დააკავეს.
როგორც ამ ათი წლის განმავლობაში მომხდარი ფაქტების ისტორიიდან ირკვევა, დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა უმრავლესობა დანაშაულის ხელშემწყობ ადგილობრივებთან ერთად მეზობელი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან, რომლებიც სავარაუდოდ, იქ არსებული გიგანტი ატომური ელექტროსადგურიდან ახერხებენ აკრძალული ბირთვული მასალის მოპოვებას.
2016, იანვარში სომხეთ-საქართველოს საზღვარზე (სადახლო-ბაგრატაშენის გადასასვლელი პუნქტი) საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა დააკავეს 3 სომეხი პირი, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში ფარულად ჩამოეტანათ ცეზიუმი 137. ახლახან კი, აპრილის შუა რიცხვებში საქართველოს სახელმწიფო თავდაცვის სამსახურმა დააპატიმრა სომხეთის 3 და საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ გაეყიდათ ერთ-ერთი ქართველის სახლში აღმოჩენილი 200 მილიონი დოლარის ღირებულების ურან-238. ერთ-ერთი პატიმრის სახლში აღმოჩნდა ურანით სავსე სატრანსპორტო კონტეინერები და მან შემდგომში შეატყობინა რადიოაქტიული მასალების რაოდენობა, რომელიც ზუსტად არ იყო გამჟღავნებული. ასევე ცნობილი გახდა, რომ სომხეთის 3 მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი ადრე მუშაობდა მეწამორის NPP-ში. ცნობილი გახდა, რომ დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი იყო სომხეთის ფარული სამსახურის ყოფილი თანამშრომელი. ეს ჯგუფი გეგმავდა ურან-238-ის გაყიდვას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
სომხეთ-საქართველოს საზღვარზე გახშირებულმა შემთხვევები და მეზობელი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით დიდი ოდენობით ბირთვული მასალის რეალიზაციის შემთხვევები აღვივებს ეჭვს, რომ ამ მასალების შემოტანისა და რეალიზაციის მცდელობა არა მარტო შავი ბიზნესის შედეგია, არამედ ეს რადიოაქტიული მასალები შესაძლოა გამოყენებულ იქნას მთელი რიგი ბოროტი მიზნებისთვისაც, მაგალითად, როგორც რადიოლოგიური დამანგრეველი საშუალება ან „დამაბინძურებელი ბომბი“. აგრეთვე არაკონტროლირებადი რადიოაქტიური წყაროები წარმოადგენენ პოტენციურ დამანგრეველ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისა და გარემოსთვის. რადიოაქტიული წყაროების ლითონის ჯართის განმეორებითი საწარმოო დაწესებულებების მიერ არაკანონიერი ნარჩენებიც წარმოადგენენ სერიოზულ საფრთხეს გარემოსა და ეკონომიკისთვის.
თუ ბოლო ათწლეულის მანძილზე გამოვლენილი ანალოგიური დანაშაულების ქრონოლოგიას გადავავლებთ თვალს, ძალიან საინტერესო ფაქტებს წავაწყდებით, რაც დამაფიქრებელია არა მარტო მეზობელი ქვეყნის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, უფრო მეტიც, ინტერნეტში მოიპოვება ფაქტები, რომლის მიხედვითაც ანალოგიური პრობლემები უკრაინას, რუსეთსა და ირანსაც გააჩნია.
თვალი გადავავლოთ ისტორიას:
• 1999 წლის 22 მაისი – ქალაქი ბერეჰოვო, უკრაინა. უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ქალაქ ბერეჰოვოში დააკავეს სომეხი ეროვნების ორი პირი, რომლებიც ცდილობდნენ 20 კგ დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანი U-235 მადნის (LEU) გაყიდვას და ერთი მყიდველი პირი. ეს პირები ურანის თითოეული კგ-სთვის მოითხოვდნენ 35 ათას აშშ დოლარს. მათ მიიღეს რადიაციის დიდი დოზა, რადგან მასალები გადაზიდული იყო შიშველი ხელებით და რეზინის ჩანთაში. ერთ-ერთ წყაროში მითითებულია, რომ ეს მასალა მოპარული იყო კრასნოიარსკში მდებარე რადიოაქტიული ნივთიერებების განმეორებითი საწარმოო დაწესებულებიდან და გამდიდრებული იყო ურანით თეთრი ფხვნილის სახით. ხოლო სხვა წყაროებში ნათქვამია, რომ ეს იყო ხელსაყრელი ლითონი RMBK რეაქტორებისთვის საწვავის მიღებაში.
• 2001 წლის 19 დეკემბერი – სამცხე-ჯავახეთის ტერიტორია, საქართველო: სამძებრო ოპერაციის დროს აღმოჩნდა 300 გრამი. მასალის წარმოშობის ქვეყანა იყო სომხეთი.
• 2003 წლის 26 ივნისი – სომხეთ-საქართველოს საზღვარი (სადახლო – ბაგრატაშენის გადასასვლელი პუნქტი): საქართველოს სასაზღვრო ზედამხედველების მიერ აღმოჩენილ იქნა 170 გრ მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანი U-235–ის (-90%) კონტრაბანდის ფაქტი. სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ბირთვული სენსორის გავლისას დაკავებულ იქნა „ომის გმირი“ სახელად გარიკ დადაიანი, რომელსაც თან ჰქონდა ჩაის ყუთში მოთავსებული ორი შეკვრის სახით 100 გრამიანი და 70 გრამიანი და ორი სხვადასხვა U-2 და U-308 სახეობის 170 გრამი. არსებული ინფორმაციის თანახმად, მოპოვებულია რუსეთის ნოვოსიბირსკის ბირთვული საწვავის მწარმოებელი დაწესებულებიდან. HEU–ს ნიმუში გადაეცა რუსეთს. ხოლო დარჩენილი ნაწილი გაიგზავნა აშშ-ში. დადაიანი ჩაბარდა სომხეთის მთავრობას, სადაც მოხდა მისი გასამართლება და 2004 წელს მას მიესაჯა პატიმრობა მხოლოდ 2,5 წლის ვადით.
• 2003 წლის 29 დეკემბერი – სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მეგრის გადასასვლელი პუნქტი, სომხეთი: სომხეთის საბაჟოს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ირანში წასაღებად განკუთვნილი ლითონის ჯართში მოთავსებული რადიაციის წყარო. არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს ჯართი გამოტანილი იყო სომხეთის მეწამორის ატომური ელექტროსადგურიდან (აეს). სომხეთ-ირანის საზღვარზე აღმოჩენილი ეს რადიოაქტიული ობიექტი ადრე იყო რადიოაქტიული წყაროს მქონე ცარიელი ქეისი, რომელიც შედგებოდა სტრონციუმ-90-სგან (რადიოაქტიული წყაროსთვის გათვალისწინებული ქეისის არსებობა რადიოაქტიული წყაროს გარეშე იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს წყარო ამჟამად არსებობს რომელიმე უცნობ ადგილას, შესაძლებელია საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ზიანის თავიდან აცილებისთვის აუცილებელი დამცავი ბარიერების გარეშე). სპექტრალური კვლევები გვიჩვენებენ, რომ ამ ობიექტს გააჩნია რადიოაქტიურობის მაღალი დონე.
• 2004 წლის 13 მარტი – სომხეთ-საქართველოს საზღვარი (სადახლო-ბაგრატაშენის გადასასვლელი პუნქტი): დააკავეს სომხეთის ერთი მოქალაქე, რომელიც ცდილობდა რადიოაქტიური მასალის გადატანას. ანგარიშში რადიოაქტიური მასალა არ დაფიქსირებულა.
• 2007 წლის 24 ოქტომბერი – საქართველო-თურქეთის საზღვარი (სარფის გადასასვლელი პუნქტი): საქართველოს პოლიციის თანამშრომლებმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული ცენტრის მთავარი სამმართველოს ოპერატიულმა თანამშრომლებმა დააკავეს სომხეთის 4 მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ სპეციალურ ოქროს კონტეინერში 2,04 გრამი ლაურენსიუმ-103-ის გადატანას.
• 2009 წლის 26-28 აგვისტო – სომხეთ-საქართველოს საზღვარი (სადახლო – ბაგრატაშენის გადასასვლელი პუნქტი): სოფელ სადახლოს გადასასვლელის მეშვეობით სომხეთიდან საქართველოში შემოვიდა სომხეთის გეგარკუნიკის ტერიტორიის სოფელ ნორატუსის მკვიდრის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც იმყოფებოდა სომხეთის 3 მოქალაქე. მანქანამ რადიოაქტიული წყაროს დეტექტორის მონიტორის შესასვლელში დაიწყო სიგნალის მიცემა. მძღოლმა სიგნალთან დაკავშირებით მისცა ზერელე ახსნა-განმარტება და საპატრულო პოლიციამ ეს ჯგუფი არ დააპატიმრა. 27 აგვისტოს ეს ავტომობილი სადახლოს გადასასვლელის გავლით ბრუნდებოდა სომხეთში და ისევ ჩაირთო განგაშის სიგნალი. ამ დროს საპატრულო პოლიციამ დააკავა სატრანსპორტო საშუალება და ჩაატარა ჩხრეკა. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ მანქანა იყო გასვრილი ცეზიუმ-137-ში. მიუხედავად ამისა, ჩხრეკის დროს რაიმე რადიოაქტიული მასალა არ აღმოჩენილა, მგზავრები გაათავისუფლეს და ისინი სომხეთში დაბრუნდნენ.
• 2010 წლის მარტი – თბილისი, საქართველო: სასტუმროს ოთახში დააკავეს ორი პირი, ბიზნესმენი სუმბატ ტონოიანი და ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის ფიზიკოსი ჰრანტ ოჰანიანი, რომლებსაც თან ჰქონდათ სომხეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი 18 გრამი 89 პროცენტიანი HEU. ამ პირებმა ერევნიდან თბილისში მიმავალ მატარებელში ჩაჯდომამდე აღნიშნული მასალა დამალეს ტყვიის ჭურჭლის მქონე მარლბოროს სიგარეტის ყუთში. სასამართლო პროცესის დროს აღმოჩნდა, რომ ტონოიანმა გამდიდრებული ურანის 180 გრამისთვის პერსპექტიულ მყიდველს მოსთხოვა 8 მილიონი დოლარი. მაგრამ შემდგომ მოლაპარაკებების მეშვეობით ფასი დაწია 1,5 მილიონამდე. პროდუქციის 18 გრამი ნიმუშის სახით უნდა ეჩვენებინათ მყიდველისთვის. სუმბატ ტონოიანის შვილი სამველ ტონოიანი იყო სომხეთის რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წევრი. საინტერესოა, რომ დაკავებული HEU კონტრაბანდისტებს გადაეცა 2003 წელს საქართველოში HEU-ს პირველი ნიმუშით დაკავებული გარიკ დადაიანის მიერ. ეს პირი, რომელიც იხდიდა მსუბუქ სასჯელს – პატიმრობის 2,5 წლიან ვადას, 2010 წელს ისევ გამოჩნდა, როგორც ახალი მასალის მომმარაგებელი.
• 2010 წლის 16 სექტემბერი – თბილისის აეროპორტი, საქართველო: თბილისის აეროპორტში დააკავეს სამი პირი, რომლებიც ცდილობდნენ მცირე ოდენობით შერეული ფხვნილის გაყიდვას, რომელიც შედგებოდა დაახლოებით 0,0004 კგ პლუტონიუმისა (Pu) და 0,00008 კგ LEU-სგან. ამ პირებმა განაცხადეს, რომ ურანი და პლუტონიუმი გაყიდვის მიზნით ჩამოიტანეს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინიდან. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო სომეხი ეროვნების მოქალაქე.
• 2014 წლის აგვისტო – სომხეთ-საქართველოს საზღვარი (სადახლო-ბაგრატაშენის გადასასვლელი პუნქტი): საქართველოს უფლებამოსილმა პირებმა დააპატიმრეს სომხეთის ორი მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში კონტრაბანდული გზით ჩამოეტანათ ცეზიუმი 137.
მოკლედ, სტატისტიკა მეტად საგანგაშოა და დამაფიქრებელი, იმის წარმოდგენაც არ გვსურს, რა შეიძლება დაგემართოს, თუ კი ამგვარი კონტრაბანდისტების გვერდით რომელიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თვითმფრინავით, მატარებლით ან თუნდაც ავტობუსით მგზავრობ… ხშირ შემთხვევებში ამ ნივთიერების ტრანსპორტირება არა სპეციალიზირებული კონტეინერებით, არამედ კუსტარულად დამზადებული ჭურჭლით ხდება, რაც არ გამორიცხავს იმ გარემოს რადიოაქტიურ დაბინძურებას, სადაც მგზავრობისას რამდენიმე საათის განმავლობაში გიხდება ყოფნა. როგორც ფაქტებიდან ჩანს, რადიაქტიური ნივთიერებების თემა მეტად აქტიურია და ძალიან დამაფიქრებელი უპირველესად ჩვენი და რა თქმა უნდა, მეზობელი სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებისათვის.
მერაბ ჯინაშვილი