განცხადებას მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით
,,ADJARA P.S” უცვლელად გთავაზობთ:
,,უკვე 25 დღეა, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შიმშილობს. მისი შიმშილობა უკვე იმ ფაზაშია შესული, როცა ნებისმიერ წუთს შესაძლებელია უკიდურესადდამძიმდეს და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო სერვისის გაწევა.
2021 წლის 23 ოქტომბერს გამართული კონსილიუმის სხდომაზე, უმაღლესი კვალიფიკაციისექიმების შემადგენლობით, კომისიამ დაასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილიმაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, როგორსაც ციხის საავადმყოფო არწარმოადგენს. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ სააკაშვილისგადაყვანა უნდა მოხდეს სწორედ ციხის საავადმყოფოში, სადაც პრეზიდენტი მოკლებულიიქნება ადეკვატურ მკურნალობას და ასევე უმძიმესი პრობლემა შეექმნება მის უსაფრთხოებას. იგივე დასკვნები გაასაჯაროვა სახალხო დამცველმაც, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ მისწინააღმდეგ ბინძური კამპანია წამოიწყო.
დღეს სამთავრობო ტრიბუნიდან, საქართველოს ხელისუფლების სახელით გამოსულმა, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამავე შინაარსისგანცხადებებს ავრცელებენ ხელისუფლების სხვადასხვა წევრები, პრემიერმინისტრი, თბილისის მოქმედი მერი და მმართველი პარტიის ლიდერები.
მოგმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურკორპუსს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს:
გთხოვთ, მიიღოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოფილიქნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება. საქართველოს ხელისუფლებამ არ იკმარა სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ახლა უკვექვეყნის მესამე პრეზიდენტს სასიკვდილოდ იმეტებს.
მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეებს:
ყველამ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპათიებისა, პირადი განწყობებისა დადამოკიდებულებებისა, არ უნდა დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხისსაავადმყოფოში. ხელისუფლების მიერ მესამე პრეზიდენტის იქ მოთავსება მისი მკვლელობისტოლფასია და უმძიმესი შედეგები მოჰყვება, როგორც პოლიტიკურ, ისე ისტორიულ ჭრილში.
კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან: უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება! წინააღმდეგშემთხვევაში, ქართული საზოგადოებისგან მიიღებთ უმძიმეს პასუხს. გახსოვდეთ, რომნებისმიერ ვითარებაში პასუხისმგებლობა სააკაშვილის სიცოცხლეზე სრულად გეკისრებათთქვენ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი პოლიტიკური პატიმარიასაქართველოს მესამე პრეზიდენტი“-ნათქვამია განცხადებაში.