მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება რა თემები განიხილეს მედიამენეჯერებმა თურქეთის კონსულთან

რა თემები განიხილეს მედიამენეჯერებმა თურქეთის კონსულთან

311
0

დღეს სასტუმრო „ლეოგრანდში“ თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი აჭარის რეგიონში მოქმედი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღავენელებს შეხვდა. შეხვედრა არაოფიციალური ხასიათის გახლდათ და მასში კონსულთან ერთად მონაწილეობდნენ მისი მეუღლე ბენექშე თემიზქანი, ვიცეკონსული საით ფაიქ გულშენი, საკონსულოს მდივან-თარჯიმანი ლილი დევრიშოღლი, ხოლო საინფორმაციო საშუალებების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორი სოსო სტურუა, მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის გენერალური დირექტორი ჯემალ მეგრელიძე, ტელეარხი 25-ის პროდიუსერი მაია მერკვილაძე და გაზეთ „აჭარის“ („ადჟარიას“) დირექტორი მამუკა ბერიძე. შეხვედრისას საუბარი შეეხო თურქულ-ქართულ ურთიერთობებს, სამომავლო ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების თემებს, ასევე საკონსულოსა და ადგილობრივი მედიის თანამშრომლობას, ამ კუთხით ერთობლივი პროექტების განხორციელებას. როგორც ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა აღნიშნა, ის მზადაა ადგილობრივი მედიისგან მოისმინოს არა მარტო პოზიტივი, არამედ ჯანსაღი კრიტიკაც და გამოთქვა საინფორმაციო საშუალებებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა.

kons 4kons 2