ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, ყოველთვიური მონიტორინგის ფარგლებში ამბულატორიებსა და თემის სამედიცინო პუნქტებს ეწვია. გამგეობის წარმომადგენლები დღის განმავლობაში მედპერსონალის მუშაობის ხარისხს აკვირდებოდნენ და სამედიცინო პუნქტებში არსებულ პრობლემებს ეცნობოდნენ.