მთავარი სტატიები რა პრობლემები ხვდებათ ქობულეთსა და ხელვაჩაურში მომავალ მერებს?!

რა პრობლემები ხვდებათ ქობულეთსა და ხელვაჩაურში მომავალ მერებს?!

592
0

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება, სწორედ ამ დღეს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივმა მოსახლეობამ თავისი შემდგომი ოთხწლიანი ბედი ახალ წარმომადგენლობით ორგანოს უნდა ანდოს და პარალელურად მუნიციპალიტეტების თავკაცები ანუ ახალი ტერმინით – მერები უნდა აირჩიოს.

ამ არჩევნების მნიშვნელობაზე საუბარი ალბათ ზედმეტი იქნება, რადგან თითოეულ მოქალაქეს აქვს გათვითცნობიერებული, რომ ძლიერი რეგიონია სწორედ ძლიერი ქვეყნის საწინდარი, ამიტომაც არ არის გასაკვირი თუ ხშირად ისმის მძაფრი კრიტიკა პოლიტიკური სუბიექტების მიერ შეთავაზებული საარჩევნო სიების, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების ირგვლივ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საარჩევნო მარათონში, ისე როგორც ახლახან გამართულ საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე მკვეთრ ფერებში ისევ და ისევ „შუა გაკრეფილი“ ორი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ გამოხატული, მათ მოსდევს „პატრიოტთა ალიანსი“ და შემდეგ მეტ ნაკლებად სხვა დანარჩენი…

მრავალგზის იმედგაცრუებული ამომრჩეველის უმრავლესობა კი იმაზე კი არ ფიქრობს თუ ვის უნდა მისცეს ხმა, არამედ ჯერ ისიც არ გადაუწყვეტია წავა თუ არა საერთოდ არჩევნებზე:

თამარ ბერიძე: – არც კი ვიცი რა გითხრათ, არჩევნებზე ჩემს მისვლას აბა, რა აზრი აქვს, ხალხის საშველი მაინც არ არის, რამხელა იმედები გვქონდა და არაფერი, ისევ გაჭირვება, ისევ უმუშევრობა და ისევ მხოლოდ დაპირებები…

 ალეკო მახარაძე: – არჩევნებზე წასვლა ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ თუ მივალ, აუცილებლად დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატს ან ოპოზიციას მივცემ ხმას ამათ ჯინაზე…

ნელი თავდგირიძე: – აუცილებლად მივალ და ხმას „ქართულ ოცნებას“ მივცემ, რადგან ჯერ-ჯერობით სხვა ძალას საქართველოში მე ვერ ვხედავ.

მაკა ბერიძე: – მმართველმა გუნდმა თავისი რიგები „ნაცებით“ გაავსო, ვეღარ ვხვდები ვის მივცე ხმა, ან აქვს კი აზრი საერთოდ არჩევნებზე მისვლას? დაგვღალა ერთი და იმავე სახეების პარტიიდან პარტიაში „მოგზაურობამ“, ნუ რამდენჯერ შეიძლება ადამიანმა იცვალოს სახე?..

უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, ვერგადახდილი იპოთეკური ვალები, გაზიფიცირება, წყალგაყვანილობა, შიდა სასოფლო გზები, ჩაშლილი მიწის რეფორმა და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა – ეს იმ პრობლემათა მოკლე ჩამონათვალია, რომელზეც ჩვენთან საუბარში ქობულეთელი და ხელვაჩაურელი ამომრჩეველი აკეთებს აქცენტებს, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ მერობის კანდიდატები, რა არის უმთავრესი პრობლემა იმ მუნიციპალიტეტში სადაც ისინი კენჭს იყრიან და როგორ ხედავენ მათი გადაჭრის გზებს? გთავაზობთ რამდენიმე კანდიდატის ხედვას:

c35f4bafd07f4710b9e5507d08b6მირიან ქათამაძე, „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსქობულეთის მერობის კანდიდატი:

– დღესდღეობით ქობულეთისთვის ერთ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა  შეუზღუდავი წყალმომარაგება. ამ მიმართულებით ბოლო წლებში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა,  2016 წლიდან კი შეიქმნა ორგანიზაცია „აჭარის წყლის ალიანსი“, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ჩაერთო პრობლემის სრულ მოგვარებაში და ამისათვის ქობულეთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ 22 ათასი ლარი იქნება საწევრო გადასახადი.

მუნიციპალიტეტში ეკონომიკის წამყვანი დარგია ტურიზმი. საზღვაო ტურიზმის მეტად განვითარებისთვის აუცილებლად მივიჩნევ ინფრასტრუქტურის განვითარებას, ზღვისპირა ზოლის დასუფთავებასა და კეთილმოწყობას. სეზონურობის გაზრდის თვალსაზრისით განსავითარებელია ეკოტურიზმი, რეკრეაციული ზონებისათვის მეტი ყურადღების დათმობა, სამკურნალო ტურიზმის განვითარება. მნიშვნელოვნად მივიჩნევ სოფლის მეურნეობის და ამასთან ერთად, სოფლად ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობას.

ძალიან დიდი პრობლემაა იპოთეკარების თემა, ტურისტული ბიზნესით დაკავებული ის ადამიანები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალდნენ და აღებული სესხები ვერ გადაიხადეს, დღემდე იბრძვიან საკუთარი ოჯახების გადასარჩენად, მე, ჩემს გუნდთან ერთად ვეცდები სამართლებრივ დონეზე მოხდეს ამ პრობლემის შესწავლა და შეძლებისდაგვარად მისი გადაწყვეტა.

სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრირება მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომლის გადაჭრის მექანიზმის შესამუშავებლად ვიმუშავებ მუნიციპალიტეტში ჩემს გუნდთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის წარსადგენად პარლამენტში.

თითქმის ყველა სოფელში დგას შიდა გზების კეთილმოწყობის საკითხი, რომელიც   ერთ ერთიი პრიორიტეტი იქნება 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში.

20139677_249569398866462_8005988256942827334_nჯუმბერ ვარდმანიძე, „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსხელვაჩაურის მერობის კანდიდატი:

– ჩვენი მუნიციპალიტეტის უმთავრესი პრობლემა არის წყალმომარაგებაში, გზების კეთილმოწყობაში, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემები, ასევე ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში ვაპირებ საფუძვლიანად მივხედო მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებას, ასევე ჩემი ძირითადი პრიორიტეტები იქნება სოციალური დაცვა, ჯანმრთელობა, სხვა ყოფითი პრობლემები რომელიც გააჩნია ჩვენს მოსახლეობას.

temur_dumbadzeთემურ დუმბაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისხელვაჩაურის მერობის კანდიდატი:               – ძირითადად ჩვენი პრობლემებია ის, რაც დაგვრჩა 2012 წელში, უმთავრესი კი გახლავთ გზების  პრობლემა, რის წინაშეც დგას ჩვენი მუნიციპალიტეტი, არც ერთი ხელვაჩაურელი ოჯახი არ დარჩება გზის, წყლისა და გაზიფიცირების გარეშე. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში  მინიმუმ 2 წელი დამჭირდება ამ პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა კი ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 2015 წელს უნდა დამთავრებულიყო.

ასევე მოსაგვარებელია მიწის პრობლემა, იცით რომ ხელვაჩაურში არ არის ჩატარებული მიწის რეფორმა და მიწას, რომელსაც სარგებლობენ, არ არის საკანონმდებლო გზით მიღებული. არის უმუშევრობის პრობლემა, ამიტომ ბიუჯეტით უნდა მოხდეს მცირე ბიზნესის სტიმულირება, დავეხმაროთ ინდმეწარმეებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, რათა დასაქმდეს ბევრი ადამინი და მოიხსნას უმუშევრობის პრობლემა. ცნობილია, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადადის თურქეთში სამუშაოდ და ამ გზით ახერხებს ოჯახის შენახვას, ამას წერტილი უნდა დაესვას და ჩვენი ადამიანური რესურსები ადგილზევე უნდა დაიხარჯოს.

bladadze_merab_2759მერაბ ბლადაძე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისქობულეთის მერობის კანდიდატი:

– ქობულეთში უამრავი პრობლემაა და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო თუნდაც ერთი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება: სოფლის მეურნეობა, მიწის პრივატიზაცია, ქალაქის  ინფრასტრუქტურა, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ჩაქვში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, იპოთეკართა თემა.

საჭიროა ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და კომპლექსური გადაწყეტა, პრიორიტეტების  განსაზღვრა.

ჩემი მერობის შემთხვევაში ვაპირებ მსოფლიოში ცნობილი ქართველი ეკონომისტების  მოწვევას, ქობულეთის სტრატეგიული განვითარების პოლიტიკის განსაზღვრას, პრიორიტეტების  დასახვას, ინვესტიციებისათვის ღია პოლიტიკის გატარებას, რაც ხელს შეუწყობს  ქობულეთის ეკონომიკის გამოცოცხლებას და ქობულეთელთა  ყოვედღიურობის  გაუმჯობესებას. ეს შესაძლებელია და  შედეგიც მყისიერი იქნება.

Без названия (1)მალხაზ მხეიძე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისხელვაჩაურის მერობის კანდიდატი:

–   ხალხის პრობლემა პირველ რიგში არის სამართლიანობის აღდგენა, თუმცა დღემდე მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ… პოლიტიკური დაპირება, ეკონომიკური დაპირება, სოციალური დაპირება, მაგრამ არჩევნებიდან არჩევნებამდე საქმე დაპირებებს იქით ვერ მიდის… აი, მაგალითად: სადამდე მიგვიყვანა სუბსიდიების არარსებობამ, აზიური ხოჭო – ფაროსანა შემოესია რაიონს და გაანადგურა მოსავალი, მოსახლეობა დარჩა სარჩო-საბადებლის გარეშე, ეს პრობლემა ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა ჩვენს ხალხს, რომელიც არანაირად დაცული არ არის ამგვარი მოულოდნელობებისაგან. უნდა უყოს სუბსიდირება, რათა მოსახლეობამ დროულად მოახერხოს შხამ-ქიმიკატების შეძენა და პრობლემის გადაჭრა. ასევე უნდა მოგვარდეს სოციალურ-ეკონომიური პრობლემა, დასაქმდნენ ადამიანები, რადგან ისინი გადადიან მეზობელ ქვეყანაში და იქ ეძებენ სამუშაოს, შემოსავლის წყაროს. ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს.

გულიკო კალანდაძე

Без названияსტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.                     ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად,                                                    ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.