24 ნოემბერს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისფლების წარმომადგენლები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) პროექტის მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას დაესწრნენ.
პროექტის მიზანია რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარების მიზნით, ხელი შეუწყოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
დავით გაბაიძემ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობა – რეგიონული განვითარების საკითხებზე სახელმწიფო მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამის შემუშავებასა და განხორციელების კომპონენტში მნიშვნელოვანი იქნება.