მთავარი სხვადასხვა რესპუბლიკურის ადგილას ბათუმს ფეშენ საავადმყოფო ექნება

რესპუბლიკურის ადგილას ბათუმს ფეშენ საავადმყოფო ექნება

315
0

დღეს ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაზე დაესწრნენ. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ბათუმის მრავალპროფილური რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი, იგი თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღიჭურვება და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს.

ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებობის ისტორიაში სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობას მეანობასა და ბავშვთა სამედიცინო მომსამხურებას პირველად შესთავაზებს. ახალი სახელმწიფო საავადმყოფო ყველა მიმართულების გადაუდებელი მდგომარეობის მომსახურებას უზრუნველყოფს. მოსახლეობა შეძლებს ეფექტური და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიღებას.

სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით დაფინანსდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფუძის მოწყობის სამუშაოები.