https://youtu.be/ZAbL_8DiUqc
აჭარას თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ რიზეს დელეგაცია სტუმრობდა. რეგიონში გაცნობითი ხასიათის მიზნით ჩამოსული სტუმრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიიღეს. შეხვედრაზე მრავალმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ორ რეგიონს შორის თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.