მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება რისთვის წავიდა კანადაში აჭარის მთავრობა

რისთვის წავიდა კანადაში აჭარის მთავრობა

407
0

კანადაში, ქალაქ მონრეალში, აჭარის მთავრობის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კანადის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და კვების სამინისტროს, ასევე ეკონომიკის, ინოვაციებისა და ექსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან. პირველი შეხვედრაზე ორგანიზაცია INVEST IN QUEBEC-ის ხელმძღვანელ პირებთან აჭარის მთავრობამ რეგიონის შესახებ პრეზენტაცია გამართა და ასევე კვებეკის რეგიონის პრიორიტეტულ დარგებს გაეცნო. შეხვედრაზე კანადური მხარე საქართველოს ჰიდრო რესურსით დაინტერესდა და ენერგო სექტორში ინვესტირების ხელშეწყობაზე ისაუბრა. ასევე, მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში. სამთავრობო ვიზიტი 17 აპრილამდე გაგრძელდება.