14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის ძეგლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, რესურსცენტრების უფროსებმა და საჯარო სკოლების დირექტორებმა ყვავილებით შეამკეს.
ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გამართულ ღონისძიებას სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები შეუერთდნენ.