უკრაინულ მედიაში გავრცელებული წამების ამსახველმა მორიგმა სერიამ განსაკუთრებული აღშფოთება სამეგრელოს მოსახლეობაში გამოიწვია. ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილის, საზოგადოებრივი დარბაზის წევრის, თაზო ფაცაციას განცხადებით, – კადრების თემატიკა გადმოცემით ყველასთვის ცნობილი იყო, მაგრამ ახლა, როცა მეგრელებმა საკუთარი თვალით ნახეს თავისივე მოძმის ყვირილი მეგრული სიტყვებით, ეს განსაკუთრებით შოკისმომგვრელი იყო ზუგდიდელებისთვის. მათ მოუწოდეს მთავრობას, რომ კაცის გამაუპატიურებელი ადამიანები საზოგადოებასთან ერთად არ უნდა ცხოვრობდნენ. წამების კადრების ნახვის შემდეგ იყო მოწოდებები როლანდ ახალაიას ზუგდიდიდან გასახლების შესახებ. როლანდ ახალაია პარლამენტში ზის და იქიდან გვასწავლის ჭკუას, “რუსთავი 2” თავს მედიას უწოდებს, თუმცა არასდროს არ გაუშუქებია ის სისასტიკე, რაც „ნაციონალების“ დროს ხდებოდა, დღეს კი იქით იმუქრება. კადრების ნახვის შემდგომ ყველა ერთ აზრზეა, რომ როლანდ ახალაიას მანდატი უნდა მოუხსნან და გასამართლდეს როგორც ადამიანის გამაუპატიურებელი და საზოგადოების ყველაზე უკანასკნელი წევრი.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი „როლანდ ახალაია უნდა გასამართლდეს როგორც ადამიანის გამაუპატიურებელი და საზოგადოების უკანასკნელი წევრი“