უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
მანამდე მებრძოლების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ უკრაინაში მყოფი სხვა ქართველი მებრძოლები.
საგარეო უწყების ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს საელჩომ შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლები ბახმუტში დაიღუპნენ.
ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, რუსულ აგრესიას უკრაინაში, 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.