მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება რყევა თუ მზადება ჩუმი რევანშისათვის?!.

რყევა თუ მზადება ჩუმი რევანშისათვის?!.

275
0

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან წასული ზურაბ ჯაფარიძე და პავლე კუბლაშვილი გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ. ჯაფარიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიიდან გასვლის ფორმა და დრო მათ არ შეურჩევიათ და ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად პარტიის სრული განახლების აუცილებლობა უდევს.

მომხდარი მოულოდნელი აღმოჩნდა გიორგი კირთაძისთვის. პარტიის აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, არგუმენტები, რომლებსაც ყოფილი თანაპარტიელები ასახელებენ, არ შეიძლება გამხდარიყო წასვლის მთავარი მიზეზი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული რღვევა არ აკვირვებს ქვეყნის პრემიერმინისტრს, უფრო მეტიც, მისი განცხადებით, „გასაკვირიც იყო, რომ აქამდე არ დაიშალნენ.“ ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ბოლო მომენტამდე, როგორც იქნა, მათ შეძლეს ერთ გუნდად წარმოჩენა, მაგრამ ვიცი, რომ შიგნით კიდევ სამ ჯგუფად იშლება „ნაციონალური მოძრაობა“, ამასთან, იგი არ გამორიცხავს პარტიის რღვევის გაგრძელებას.