მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საგანგებო ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

საგანგებო ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

156
0

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ერთ ერ­თ­მ­ა ლიდერმა და საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიის პირველმა ნომერმა მირდატ ქამადაძემ 11 საათზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და საარჩევნო კომისიებში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა, კერძოდ, ქა­მ­ადაძის განცხადებით კონკრეტულ უბნებზე არიან ისეთი თ­ა­ვ­მ­ჯ­დ­ო­მ­ა­რ­ე­ები, რომლებსაც წინა არჩევნების დროს შენიშვნები აქვთ მიღებული, ას­ე­ვე ქამადაძის აზრით, ადგილი აქვს სიების აღრევასა და სხვადასხვა მი­ს­ა­მართზე არარსებული პიროვნებების მიწერას. მისი განცხადებით, დღეს ბათუმის 26-ე უბანზე ხმა მიაცემინეს მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებული გახლავთ ხელვაჩაურში, ქამადაძის თქმით, პარტიამ საჩივრით უკვე მიმართა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებს.