აღმაშენებლის ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც ადრე თვითნებურად მოწყობილი ავტობაზრობა იყო, საგზაო მონიშვნის სამუშაოები დაიწყო. გარდა ამისა, ბაგრატიონისა და ტაბიძის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე აიკრძალა პარკირება, რის შედეგადაც გზის სავალი ნაწილი ოთხზოლიანი გახდა. საგზაო მონიშვნის სამუშაოებს ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო ასრულებს.