ქობულეთში “საქართველოს ახალგაზრდულმა ცენტრმა” ერასმუს+ ის დაფინანსებით განახორციელა საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი “GreenCode”. აღნიშნული პროექტი ჩატარდა 29 მაისიდან 7 ივნისამდე, სადაც მონაწილეობა მიიღო 36 მონაწილემ 6 ქვეყნიდან: საქართველო, ბელგია, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი და დანია.
პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის მოტივაციის ამაღლებასა და მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, რათა ხმა აიმაღლონ და იმუშავონ გარემოს დაცვითი საკითხების მიმართულებით. პროექტის აქტივობების მთავარი მეთოდი იყო ტექნოლოგიები და ციფრული ხელსაწყოები. პროექტის მიზანიც სწორედ ტექნოლოგიების გამოყენებით დადებითი ცვლილებების მოტანა და უფრო მწვანე მომავლის შექმნა იყო.
ახალგაზრდებმა ისწავლეს სხვადასხვა ციფრული ხელსაწყოები, პლატფორმები და საიტები, რომლებიც უფრო ეკო მეგობრულს გვხდის და ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. პრაქტიკული ცოდნიდან გამომდინარე, მონაწილეებმა თავადვე შექმნეს ციფრული კამპანიები, რომლებიც ისეთ პრობლემებზეა ორიენტირებული, როგორიცაა ხეების ჭრა, საკვების ზედმეტი ხარჯვა, ბიომრავალფეროვნება და ცხოველების გადაშენება. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ახალგაზრდების მიერ შექმნილი კამპანიები ბევრ დადებით ცვლილებას მოიტანს და აამაღლებს ცნობიერებას საზოგადოებაში.
#ErasmusPlus #YouthExchange #EMA #ErasmusMundusStudentsAndAlumniAssociation #YouthCenterOfGeorgia #YCG #CopenhagenYouthClub #ASOCIATIAY.E.S. #AssociationBK95 #EndlessVision #GreenCode