დღეს „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერმა მალხაზ ჭკადუამ 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის ჩათვლით მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისებული ქონების შესახებ ბრიფინგი გამართა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზისას გამოვლენილი ტენდენციებისა და სტატისტიკის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, აჭარაში პირდაპირი წესით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები ხშირ შემთხვევაში საინვესტიციო ვალდებულებებს ვერ ასრულებენ. „ის რომ ქონების გასხვისება არ ხდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, აჩენს კორუპციასთან დაკავშირებით რისკებს, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როდესაც გადაცემული ოვიექტი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს და მათზე საბაზრო მოთხოვდა დიდია“ – თქვა მალხაზ ჭკადუამ.
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ რეკომენდაციით აუცილებელია ინვესტიციის შერჩევა, ასევე აუცილებელია ინვესტორების მიერ ვალდებულებების შესრულებაზე ეფექტიანი მონიტორინგი მიმდინარეობდეს და პირდაპირი მიყიდვით ობიექტის გასხვისებისას დადგინდეს მყიდველის შერჩევის ზუსტი კრიტერიუმები.
„აუცილებელია, რომ ქონების პირდაპირი მიყიდვით საკუთრების უფლება გადაეცემოდეს ისეთ მყიდველს, რომელიც სრულიად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელწიფო ქონების პრივატიზებისათვის დადგენილ პირობებს, ხოლო ვალდებულებების შემსუბუქება მხოლოდ ფორს-მაჟორულ ვითარებაში ხდებოდეს“-განაცხადა მალხაზ ჭკადუამ.