საერთაშორისო დიდოსტატმა ჭადრაკში – ლაშა ჯანჯღავამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ჭადრაკის მოხალისე პედაგოგებს ტრენინგი ჩაუტარა. მოხალისეები ტრენინგზე აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მოწვევით იმყოფებოდა. გადამზადება 13 საბავშვო ბაღის მოხალისემ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით გაიარეს. პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივითა და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება. მოგვიანებით ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს მინდია ბასილაძეს შეხვდა, სადაც ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში ჭადრაკის სწავლების დანერგვა წარმატებულად და დადებითად შეაფასა. შეგახსენებთ, ჭადრაკის შესწავლა ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში 5-6 წლიანი ჯგუფების აღსაზრდელებისათვის 2016 წელს დაიწყო. საპილოტე პროგრამა თავდაპირველად მხოლოდ აჭარისწყლის საბავშვო ბაღში განხორციელდა, რომელმაც გაამართლა. საბავშვო ბაღების პედაგოგები საზოგადოებრივ საწყისებზე სოფელ აჭარისწყლის მკვიდრმა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთ.სპეციალისტმა ზურაბ ზაქარიაძე გადაამზადა.