დღეს ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია „ფესტივალები განვითარებისთვის“ გაიმართა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი ფესტივალების მენეჯერები მონაწილეობენ.
კონფერენციის მიზანია ბრიტანული და ქართული გამოცდილების გაზიარება ქვეყნის კულტურულ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ განვითარებაში ფესტივალების წვლილისა და მათ შორის თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ.
საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვნად დაეხმარება აჭარის და კერძოდ ბათუმის საერთაშორისო საფესტივალო ცენტრად გადაქცევის ამოცანას.