ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს“ შორის გაფორმებული მემონარდუმის ფარგლებში, პირველი საინფორმაციო შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვანის საჯარო სკოლაში ჩატარდა. შეხვედრის მიზანი აჭარის მაღალმთიანეთის ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ინფორმაციის მიწოდება და გავრცელებული მითებისა და სტერეოტიპების ირგვლივ დისკუსია გახლდათ. პრეზენტაციები წარადგინეს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეებმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა კი ახალგაზრდებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები და საინფორმაციო მასალები გააცნო.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დებატები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ესეების კონკურსის თაობაზე. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ეტაპობრივად, წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ქეთი ჯიშკარიანი