დღეს ქალაქ ბათუმის მერიაში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ბათუმის თვითმმართველობის, ორგანიზაციების, ადგილობრივი სამოქალაქი სექტორის და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ისაუბრეს ევროკავშირის /შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებზე, ასევე იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან. საქართველოს ევროკავშირის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა და 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 240 ათასმა ადამიანმა ისარგებლა.
„მთავარია ტექნიკური დეტალები იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ემუქრებათ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის შემთხვევაში“-განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელმა ირმა გაბინაშვილმა.