მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

445
0

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო დაამტკიცეს. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად შრომის ანაზღაურება მერიისა და საკრებულოს ყველა თანამშრომელს გაეზარდა. სახელფასო ზრდას მუნიციპალიტეტის სახელფასო ფონდის ზრდა არ გამოუწვევია, სახელფასო მატება საპრემიო თანხების გადანაწილების ხარჯზე მოხდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახელფასო ფონდი 2 107 270 ლარს შეადგენს. მერიასა და საკრებულოში 180 ადამინი არის დასაქმებული.