მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საკრებულოს სხდომა

საკრებულოს სხდომა

145
0

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ მიერ მომზადებული პეტიცია განიხილეს, რომლითაც მოქალაქეები რეკრეაციულ ზონებში მძიმე კონსტრუქციული შენობა-ნაგებობების აშენებას, ასევე ადგილობრივი კანონმდებლობის მთავარ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას ითხოვენ.

სხდომაზე საკრებულომ მხარი დაუჭირა „ბათუმის კორპუსი“-სა და „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ გაუქმებას და მათ ნაცვლად „მუნიციპალურ სერვისების სააგენტოსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შექმნას. განისაზღვრა თბილისის მოედანზე პარკირების საფასური, საათში ერთი ლარი.

საკრებულოს სხდომაზე ხმაური გამოიწვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნამ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისთვის საკრებულოს სახელით მიემართათ გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე, რაზეც დეპუტატებმა უარი განაცხადეს და განმარტეს, რომ საკითხი საკრებულოს კომპეტენციაში არ შედის. ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.