მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საკრებულოს წევრებმა ხუთ საკითხზე იმსჯელეს

საკრებულოს წევრებმა ხუთ საკითხზე იმსჯელეს

262
0

ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღეს, სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ხუთ საკითზე იმსჯელეს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა, „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრიოლის N8-ედადგენილებაში. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დამატებით შეღავათებით ისარგებლებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის ან ა(ა)იპ-ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ის მოსწავლეები (უფასო) და მაწავლებლები (0,15 ლარი), რომლებიც რეგისტრირებული არიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში. დღემდე არსებული დადგენილებით დამტკიცებული შეღავათებით სარგებლობდნენ მოსწავლეები, რომლებიც სწავლობდნენ ბათუმში არსებულ სკოლებში, ასევე, პედაგოგები, რომლებიც ასწავლიდნენ მხოლოდ ბათუმში არსებულ სკოლებში, მიუხედავად მათი რეგისტრაციის ადგილისა. მიღებული ცვლილების მიოხედვით კი მოსწავლის და პედაგოგის სტატუსის მქონე პირები შეღავათით ისარგებლებენ იმ შემთხვევაშიც, თუკი ისინი რეგისტრირებული არიან ბათუმის მუნიციპალიტეტში (სამოქალაქო რეესტრში), მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეგისტრირებული ბათუმის სკოლებში.
საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განსახილველად წარმოდგენილი მომდევნო ოთხი საკითხი უკავშირდებოდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნებს, რაც თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს ავალდებულებდა შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკრებულოს წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ დადგენილების ოთხივე პროექტს მხარი დაუჭირეს. კერძოდ, სხდომაზე წარმოდგენილი ნორმატიული აქტების მიხედვით, დამტკიცდა: სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები; „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემა; „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების პერსონალისათვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმები.
რიგგარეშე სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ბათუმის მერიის საქალაქო სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.