მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა

საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა

385
0

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 12 საკითხზე იმსჯელეს. დადგენილების პროექტის თანახმად, რომელიც 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ითვალისწინებდა, გადაწყდა რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 439767 ლარით განისაზღვრება. ცვლილების თანახმად სოფელ ვარშალომიძეებში (ხასტერეში) გასართობი სკვერი და ატრაქციონი მოეწყობა, სოფელ ჯიბინაურში მინი სპორტული მოედანი. სოფელ მასაურაში სამანქანე გზაზე ბეტონის საფარის მოსაწყობად 59973 ლარი დაიხარჯება. მტირალა-ყოროლისთავის წყალსადენის მეორე ეტაპისათვის კი 147690 ლარი იქნა გათვალისწინებული.
მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის საკითხზე დეპუტატებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს, როგორც საკითხის მომხსენებელმა გურანდა დოლიძემ აღნიშნა „გენდერული თანასწორობის საბჭო ძალიან ბევრ ღონისძიებას დაგეგმავს და განახორციელებს მომდევნო 4 წლის განმავლობში, რაც შემდგომში მუნიციპალიტეტში გენდერულ ჭრილში არსებულ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აისახება“.
დღესვე სხდომაზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისათვის დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.