აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მახარაძე და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნაზი მგელაძე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში ტრენინგს გადიან, თემაზე -„სახელმწიფო შესყიდვების კურსი“. აღნიშნული კურსი განკუთვნილია სახელმწიფო უწყებების, მათზე დაქვემდებარებული სსიპ-ებისა და შპს-ების შესყიდვების კუთხით დასაქმებული მოსამსახურეებისათვის. 10 დღის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში სწავლებას გაივლის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან წარმოდგენილი 76 სპეციალისტი. პირველ დღეს მსმენელებმა გაიარეს პრეტესტირება. კურსის დასრულების შემდეგ კი მათ ჩაუტარდებათ შესაბამისი პოსტტესტირება, რის შედეგადაც გადაეცემათ „სახელმწიფო შესყიდვების კურსის“ გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სააგენტოს მიერ შემოთავაზებული კურსი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და სურს კვალიფიკაციის ამაღლება. სწავლებას უძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით. ტრენინგებს აფინანსებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. 2017 წელს სულ 1140 მსმენელი გადამზადდება.