2017 წლის 15 ივნისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი გასაუბრება. კომისიის მიერ იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი იქნა მანუჩარ ხინიკაძის ( ….590), ხოლო, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ნათია გელაძის (….660) კანდიდატურები.კონკურსანტს უფლება აქვს, კონკურსის შედეგები გაასაჩივროს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.