მთავარი სხვადასხვა სამი ისტორიული თარიღი „მრგვალ მაგიდასთან“ /ვიდეო/

სამი ისტორიული თარიღი „მრგვალ მაგიდასთან“ /ვიდეო/

8
0

სამი უმნიშვნელოვანესი თარიღი: 15 ივნისი – აზერბაიჯანელთა ეროვნული ხსნის დღე, 26 ივნისი – აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დღე და კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის წლად გამოცხადებული 2025 წელი გახლდათ მიზეზი ბათუმში მოღვაწე აზერბაიჯანელების მრგვალ მაგიდასთან შეკრებისა, რომელთაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში ფუად აზიზოვმა უმასპინძლა.

ფუად აზიზოვი, აერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში: – დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ ჩვენი ეროვნული სიამაყის გამომხატველი თარიღები. მოგეხსენებათ, 2025 წელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ გამოცხადებულია კონსტიტუციისა დდა სუვერენიტეტის წლად, ხოლო 15 და 26 ივნისს აზერბაიჯანელთა ეროვნული ხსნისა და აზერბაიჯანის ძლევამოსილი შეიარაღებული ძალების დღეები აღინიშნება, ეს მნიშვნელოვანი მოვლენები მჭიდრო ურთიერთკავშირშია და წარმოადგენენ ჩვენი ერის თავისუფლებისა და ძლევამოსილების სიმბოლოს.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აზერბაიჯანის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას, სიტყვით გამომსვლელები შეეხნენ აზერბაიჯანული არმიის ძლევამოსილებას, გამარჯვების უდიდეს ისტორიულ მნიშვნელობას, ომისშემდგომი განვითარების ტემპებსა და ჰეიდარ ალიევის, როგორც აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის შორსმჭვრეტელ პოლიტიკას. დამსწრე საზოგადოებამ იხილა დოკუმენტური ვიდეომასალა.

ფუად აზიზოვი, აერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში:  – როგორც ცნობილია, ხალხის მოთხოვნით, საერთო ეროვნული ლიდერის – ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში დაბრუნება, 1993 წლის 15 ივნისს, იქცა შემობრუნების მომენტად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ანარქიის, ქაოსისა და დაცემის პირისპირ მდგომი აზერბაიჯანი სწორედ მისი ხელმძღვანელობით აღორძინდა და ზუსტად ამ დღიდან აღდგა ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, განმტკიცდა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის საძირკველი.

  • რაც შეეხება აზერბაიჯანულ არმიას, რომლის დღესაც ჩვენი გმირი ოფიცერ-ჯარისკაცების საპატივცემულოდ 26 ივნისს აღვნიშნავთ, გახლავთ თითოეული აზერბაიჯანელის სიამაყე. ისტორიული გამარჯვება, განსაკუთრებით 44-დღიან სამამულო ომში, გახლავთ ჩვენი არმიის ძლიერების, ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობის უდიდესი ზეიმი. დღეს განთავისუფლებულ მიწებზე აზერბაიჯანული დროშის აფრიალება და სუვერენიტეტის სრული აღდგენა, სწორედ ჩვენი შეიარაღებული ძალების უპრეცედენტო დამსახურების შედეგია.
  • და ბოლოს, შემთხვევითი არ არის, რომ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2025 წელი კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის წლად გამოაცხადა, რომელშიც გაერთიანებულია აღნიშნული მნიშვნელოვანი თარიღები. ამჟამინდელი პერიოდი ასევე გახლავთ  სამართლებრივი სახელმწიფოს შემდგომი გაძლიერების ახალი ეტაპი, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენისშემდგომი სუვერენული მმართველობა. ჩვენი კონსტიტუცია გახლავთ ჩვენი ხალხის ნების სიმყარის, იურიდიული თანასწორობისა და სუვერენიტეტის მთავარი დოკუმენტი. რომლის წესდება უკვე სრულადაა რეალიზებული ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე – ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის ჩათვლით.