სამომხმარებლო სესხი უკვე საოცრად სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ. ამისათვის უნდა ეწვიოთ ვებგვერდს www.kimbi.ge, რომელიც არის შპს 4Finance -ის ბრენდის Kimbi -ს ოფიციალური გვერდი.
საიტზე შესვლისთანავე, თქვენ თვალში მოგხვდებათ სესხის ონლაინ კალკულატორი, რომელზეც დეტალურად არის მოცემული Kimbi -ს სამომხმარებლო სესხის პირობები. აღნიშნულ კალკულატორზე უნდა მონიშნოთ სესხის თქვენთვის სასურველი ოდენობა და მისი გადახდის თქვენთვის სასურველი დრო. ცნობისთვის, Kimbi -ში გაიცემა 500 -დან 3 ათას ლარამდე ოდენობის სესხები მაქსიმუმ 24 თვის ვადით.
თქვენთვის სასურველი თანხისა და დროის მონაკვეთის მონიშვნის შემდეგ, აკლიკებთ ღილაკს „სესხის აღება“ და საიტი ავტომატურად გადაგიყვანთ რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გვერდზე.
იმ შემთხვევაში თუ უკვე ხართ Kimbi -ს ან 4finance -ს მეორე ბრენდის vivus ge -ს მომხმარებელი, საკმარისი იქნება ავტორიზაციის გავლა.
თუ პირველად სარგებლობთ 4finance -ს მომსახურებით, მაშინ მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა.
როგორ გავიარო რეგისტრაცია?
რეგისტრაციისას მოგიწევთ ისეთი ინფორმაციის მითითება, როგორიცაა:
* თქვენი სახელი და გვარი;
* თქვენი პირადი ნომერი;
* თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტიპი და ნომერი;
* თქვენი დაბადების დღე, თვე და წელი;
* მობილური ტელეფონის ნომერი;
* ელექტრონული ფოსტის მისამართი.
ასევე, საჭირო იქნება ისეთი დამატებითი ინფორმაციაც, როგორიცაა:
* ინფორმაცია სესხის მიზნობრიობის შესახებ;
* ინფორმაცია თქვენი ფინანსური შემოსავლის შესახებ;
* დამატებითი საკონტაქტო ინფორმაცია.
რეგისტრაციის წარმატებით გავლისთვის აუცილებელია, რომ მიუთითოთ მოქმედი საკონტაქტო ინფორმაცია.
რეგისტრაციის ბოლო ეტაპია პირადი მობილურის ნომრისა და პირადი საბანკო ანგარიშის იდენტიფიკაცია.
ცნობისთვის, Kimbi -ს მომსახურების მისაღებად, აუცილებელია, რომ ფლობდეთ პირად საბანკო ანგარიშს Kimbi -ს პარტნიორი ბანკებიდან ერთ -ერთში.
Kimbi -ს პარტნიორი ბანკები გახლავთ: თიბისი ბანკი, ტერა ბანკი და საქართველოს ბანკი.
რატომ უნდა ავირჩიო Kimbi?
Kimbi -ს არაერთი ღირსება გააჩნია, კერძოდ:
სისწრაფე – ონლაინ განაცხადის შევსების შემდეგ, ინფორმაციას სესხის დამტკიცების შესახებ მაქსიმუმ 10 წუთში მიიღებთ, მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში კი თანხა მომენტალურად გადმოირიცხება თქვენს პირად საბანკო ანგარიშზე.
სიმარტივე – სესხის მისაღებად საკმარისია მარტივი ონლაინ პროცედურების გავლა.
ხელმისაწვდომობა – Kimbi -ს სამომხმარებლო სესხის მისაღებად არ არის საჭირო არანაირი დოკუმენტის ან დოკუმენტის ასლის წარდგენა, არც თავდები, არც გირაო და არც თანამსესხებელი.
სანდოობა – Kimbi გახლავთ მსოფლიოს 17 ქვეყანაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანია 4finance -ს ბრენდი, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი უცხადებს ნდობას.
გარდა ამისა, ვებგვერდი Kimbi.ge აღჭურვილია კიბერ -უსაფრთხოების უმაღლესი დონის მექანიზმით (ე.წ. ბანკი დონის უსაფრთხოების სისტემა), რაც უზრუნველყოფს როგორც მსესხებლის, ასევე გამსესხებლის უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას.