დღეს ხულოს სამხატვრო გალერეაში ბადრი ართმელაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. გამოფენა მხატვარ სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 84 წლისთავს მიეძღვნა. მხატვრის ნამუშევრების გამოფენას მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის სამხატვრო სკოლის დირექტორი გურამ ფუტკარაძე, გამგეობის, საკრებულოს, კულტურის ცენტრის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ