მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია კახაბრის დასახლებაში

სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია კახაბრის დასახლებაში

314
0

კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაჭყებიას ქუჩის მონაკვეთზე ხორციელდება, სადაც მდინარე მეჯინისწყლის გაბიონი და რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი შენდება. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 10 დღის ვადაში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,არნაბი 21“ ასრულებს.
პარალელურად მიმდინარეობს ზედაღელის ქუჩის #2-ის მიმდებარედ არსებული სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების ფარგლებში სანიაღვრე არხების მოწყობა დაგეგმილია კიდევ 6 მისამართზე, რაც მიმდინარე წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 541 ათას ლარს შეადგენს.