მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ოქტომბერს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ოქტომბერს გაიმართება

714
0

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ცესკოს მონაცემებით საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში19 პოლტიკური სუბიექტისა და 6 საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული 25 კანდიდატი მონაწილეობდა,50 პროცენტიანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, რაც მეორე ტურის ჩატარების საფუძველი გახდა, სადაც პრეზიდენტობისათვის ბრძოლას მმართველი პარტიის მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აგრძელებენ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 73 საარჩევნო ოლქში გაიმართება, ცესკოს ინფორმაციით მთელი ქვეყნის მასშტაბით 3697 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი გაიხსნება. საზღვარგარეთ გახსნილი უბნების რაოდენობა ჯამურად 57-ს შეადგენს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 მილიონ 504 ათას 82 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ კი 13.795 ამომრჩეველია რეგისტრირებული.