მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საპროტესტო აქცია ბათუმში – რას მოითხოვენ „მეტრო სითის“ თანამშრომლები

საპროტესტო აქცია ბათუმში – რას მოითხოვენ „მეტრო სითის“ თანამშრომლები

241
0

კომპანია „მეტრო სითის“ მშენებლობაზე დასაქმებულმა ორასამდე მუშა-მოსამსახურემ, დღეს, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა. როგორც ირკვევა მათ ბოლო რამდენიმე დღეა გაურკვეველი მიზეზების გამო ობიექტზე არ უშვებენ. აქციის მონაწილეებმა დამსაქმებელი კომპანიის ხელმძღვანელობისგან სამსახურში დაბრუნება მოითხოვეს. მუშა-მოსამსახურეთა ერთი ნაწილის განცხადებით ხელმძღვანელობა მათ სამუშაოების თვითნებურად შეჩერებაში ადანაშაულებს, თუმცა მათივე განცხადებით, გაცდენილი დღეები შეთანხმებული იყო, რადგან 8 სექტემბერს მშენებლობაზე დაღუპული ორი ახალგაზრდის გასვენებაში იმყოფებოდნენ. აქციაზე „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებიც მივიდნენ, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გია აბულაძე მოგვიანებით კომპანიის გენერალურ დირექტორსაც შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა დებუტატმა განაცხადა, რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ყველა ხელოსანის სამსახურში დაბრუნების პირობა მიიღო.

გულიკო კალანდაძე