მეორე ტურამდე 4 დღით ადრე დღეს ბათუმში იუნკერების საფლავთან ჩოხოსნებმა საპროტესტო აქცია “გაერთიანებული ოპოზიციის” ბათუმის მერობის კანდიდატის წინააღმდეგგამართეს
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებდნენ დაახლოებით 10 წლის წინბათუმში იუნკერების მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების პროექტს და ამგადაწყვეტილების გამო მაშინდელ ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
პრეტენზიები გამოთქვეს გიორგი კირთაძის მიმართ, რომელიც მაშინ საკრებულოსთავმჯდომარე იყო. აქცია სიმბოლურად იუნკერების საფლავთან გაიმართა.
ჩოხოსნებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იყვნენ“ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და საკრებულოს წევრები მმართველი გუნდიდან. ისინიმედიასთან აცხადებენ, რომ აქციის ორგანიზება მათ არ გაუკეთებიათ და პოლიტიკური შეკრებაარ იყო, თუმცა შეხვედრა “ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის მხარდამჭერიმოწოდებებით დასრულდა.
ავტორი: ხვიჩა მამულაძე