მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საპროტესტო აქცია მიწების დაბრუნების მოთხოვნით

საპროტესტო აქცია მიწების დაბრუნების მოთხოვნით

209
0

მიწების დაბრუნების მოთხოვნით, გონიოს მოსახლეობამ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მოაწყო. გონიოს მცხოვრებლები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ მიწები უკანონოდ ჩამოერთვათ და აჭარის მთავრობა ვალდებულია დაუბრუნოს მათ საკუთრება. მოქალაქეები აჭარის მთავრობის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე უარს ამბობენ. აქციის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე შეხვდა. მხარეებმა საკითხთან დაკავშირებით მთავრობის აპარატში შეხვედრა დაგეგმეს. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეც დაესწრება. შეგახსენებთ, რომ გონიოში გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორია კულტურულ მემკვიდრეობად აღიარეს, რადგან გეოლოგიური კვლევებისა და დასკვნების საფუძველზე ამ მიწების ქვეშ არსებობს კულტურული ძეგლი, ნაგებობა, და ამ მიწებზე შენობების აშენება, სიმძიმის დაწოლა, მემკვიდრეობის განადგურებას გამოიწვევს.