მთავარი ვიდეორეპორტაჟი საპროტესტო აქცია სარფის საბაჟოსთან

საპროტესტო აქცია სარფის საბაჟოსთან

376
0

საქართველო-თურქეთის გამყოფ საზღვარზე მანქანების გადაკვეთის ახალ რეგულაციებს ის პირები აპროტესტებენ, რომლებიც სარფის საბაძოზე მანქანებით გადადიან.  „-აქვე მაქვს ჩემი კომპანიის ოფისი. აფსაროსის ქუჩაზე. იქვე მახლობლად ვცხოვრობ. პატრული იმის უფლებას არ მაძლევს, რომ მანქანით ჩემს ოფისთან მივიდე, საბუთები მოვაწესრიგო. არც იმის ნება გვაქვს, რომ სახლებში მივიყვანოთ მანქანა ამ პარკინგის გავლის გარეშე და ჩვენი ტვირთი ჩამოვცალოთ. ეს 15 ლარი ყველა შემთხვევაში უნდა გადაიხადო. როდემდე? რამდენჯერ? ყოველთვის ხომ არ მივდივარ თურქეთში?- ამბობს ტრაილერის მძღოლი მიხეილ ზოიძე. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან მცხოვრები მოქალაქეების მთავარი მოთხოვნაა, მათ მიმართ პარკინგის მოთხოვნების შემცირება და გადასახადის მოხსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ პატრულის მხრიდან სატვირთო სატრანზიტო ავტომობილების მძღოლებზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება. როგორც პრესსამსახურში ამბობენ, საპატრულო პოლიცია არეგულირებს რიგებს და სარფის საბაჟოსთან საცობების თავიდან აცილების მიზნით, მანქანები შეჰყავს ავტოსადგომზე, საიდანაც ისინი ეტაპობრივად გადიან საბაჟოს მიმართულებით. მსგავსი პროცედურის შედეგად არ ფერხდება მოძრაობა და საზღვრის გადაკვეთა ხდება მოწესრიგებულად.