ხმაური იყო დღეს დილით მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, სადაც ორასამდე ქობულეთელი შეიკრიბა ერთად ერთი მოთხოვნით – ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეაჩეროს `ნაცმოძრაობის~ აქტივისტების დასაქმება და `ოცნების~ მხარდამჭერთა იგნორირება.
– ეს არის ყოფილი კრიმინალური ხელისუფლების რევანშისტული მცდელობა, მოახლოებული არჩევნების წინ, რასაც დღევანდელი ხელმძღვანელობაც ხელს უწყობს და ეს საშიში ტენდენცია არ უნდა დავუშვათ, განაცხადა `ახალი დემოკრატების~ ქობულეთის ორგანიზაციის ლიდერმა ანზორ სოლომონიძემ, მისი თქმით, საქართველოში ცინიზმი უნდა დასრულდეს და სამართლიანბამ გაიმარჯვოს.
https://youtu.be/nFDAmZkCRas