29 ივლისს, თურქეთიდან საბაჟო გამშვები პუნქტი “სარფის” გავლით, 1080კგ. შინაური ფრინველის გაყინული ხორცითა და საკვები სუბპროდუქტებით დატვირტული სატრანსპორტო საშუალება შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ვეტერინარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ საქონელს გასული აქვს ვარგისიანობის ვადა და კანონით დადგენილ იმპორტის მოთხოვნებს არ კმაყოფილებს. საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, ჯანმრთელობისთვის მავნებელი სურსათი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.