მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სასიამოვნო სიახლე 2016 წლის საკურორტო სეზონისთვის

სასიამოვნო სიახლე 2016 წლის საკურორტო სეზონისთვის

208
0

2016 წლის საკურორტო სეზონზე მგზავრების გაზრდილ ნაკადს ბათუმი – თბილისისა და თბილისი ბათუმის მონაკვეთზე „საქართველოს რკინიგზა“ ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლებით მოემსახურება. ინფორმაცია ამის შესახებ ”საქართველოს რკინიგზამ” გააავრცელა. აღნიშნულ მონაკვეთზე „შტადლერის“ ფირმის ოთხი ახალი მატარებელი იმოძრავებს, რომელთაც გააჩნიათ ყველა აუცილებელი თანამედროვე მოწყობილობა, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემები ევროპული უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში. -„ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელშიც სრულად იქნება გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებები”, – ნათქვამია ”საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.
ორსართულიანი მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით იმოძრავებს შეჩერებების გარეშე და მხოლოდ ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს, ახალ მატარებლებზე მგზავრობის ძველი ფასები დარჩება.