დღეს ქობულეთის გამგეობაში სასტუმროების მფლობელები, სახანძრო – სამაშველო სამსახურის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ. შეხვედრის მიზეზი სასტუმროებში უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება და ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები გახლდათ. შეკრებილებმა ქობულეთში მოქმედ საოჯახო თუ კერძო ტიპის სასტუმროებში უსაფრთხოების ირგვლივ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძის განმარტებით, შეიქმენება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ობიექტებს სისტემატურად გადაამოწმებს. შესაძლოა ქობულეთის საკრებულომ შესაბამისი აქტიც გამოსცეს, რომლის თანახმადაც სასტუმროებში საევაკუაციო გეგმის არსებობა სავალდებულო გახდება.