2016 წლის 10 მაისს სასტუმრო არმაზში გაჩენილი ხანძარს სამი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ეს ტარგედია კიდევ უფრო დაამძიმა ჩემი ძმის – ზაზა ართმელაძის სიკვდილმა, რომელმაც დამწვარ სასტუმროში თავი ჩამოიხრჩო. ვინ მიიყვანა ის იმ მდგომარეობამდე, რომ ასეთი ნაბიჯი გადაედგა? სახელმწიფოს მხრიდან (პოლიცია , პროკურატურა, სასამართლო და მართველი პარტია) მუდმივ ზეწოლას ვერ გაუძლო ამ წესიერმა და პატიოსანმა ადამინმა. კერძოდ:
• პროკურატურა და პოლიცია – ხანძრის გაჩენის პირველივე დღიდან საქმის მსვლელობა ისე წარმართეს, რომ ჩემი ძმის დანაშაული გამოკვეთილიყო. უკვე იცოდნენ მოწმეებისთვის რა უნდა ეკითხათ და რა პასუხები უნდა ჩაეწერათ. პროკურორი ადილარ წირღვავა მამაჩემს ემუქრება, რომ სახლი მისი აღარ არის, ხოლო მეორე პროკურორი დედას აგინებს. შემდეგ უკანონოდ დააკავეს ჩემი ძმა ყოველგავრი გაფრთხილების გარეშე. მინდა ავღნიშნო, რომ 49 წლის ზაზა ართმელაძე ერთხელაც არ იყო ნასამართლევი და არასდროს ყოფილა აღრიცხვაზე აყვანილი ძალოვნების მხრიდან. პროკურატურას სასამართლოზე მოყავს ცრუ მოწმეები, რომლებიც ვერ ადასტურებენ ზაზა ართმელაძის დანაშაულს. რატომაა პროკურატურის ინტერესი, რომ განადგურდეს ჩვენი ოჯახი. გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს პირველივე შეხვედრაზე ჩვენი ოჯახი დაუხასიათეს როგორც ნარკოტიკების მომხმარებელი და გამსაღებელი და თხოვნით მიმართეს დახმარებოდნენ, რომ ჩვენ – მთლიანად დავესაჯეთ და ქობულეთიდან ამოვეძირკვეთ.
• მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ასევე სიამოვნებით შეასრულა ლევან მურუსიძის მოთხოვნა და ზაზა ართმელაძე პატიმრობაში დატოვა. რისთვისაც ლევან მურუსიძემ ძვირადღირებული მანქანა გადაცა სარგებლობაში.
• პროკურატურა და სასამართლო ხელს აფარებს რეალურ დამნაშავეს მასწავლებელ – გოგი მარღანიას, რომელმაც უმეთვალყურეოდ დატოვა ბავშვები. სად იმყოფებოდა გოგი მარღანია, მისი ორი დამხმარე და გარდაცვილის და, რა გააკეთეს მათ ბავშვების გადასარჩენად. რატომ აფარებს ხელს სახელმწიფო იმ პირს ანუ მასწავლებელს, რომელმაც პირადად ჩაიბარა ბავშვი და მის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი. ჩვენი ეჭვი, რომ ძალოვნები ხელს აფარებენ ნამდვილ დამნაშავეს, დასტურდება იმ ფაქტით, რომ რამდენიმე დღის წინ გოგი მარღანია შეხვდა ქალაქ რუსთავში მცხოვრებ ჩვენი ოჯახის ნათესავს და ხმამაღალ საუბარში თავად აღნიშნა, რომ მან უკვე იცის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ორ თვეში დასრულდება. ტყუილად ენდობით თქვენს იურისტებს, მალე ნახავთ, რომ სასამართლო გაგამტყუნებთ და დაისჯებითო. თუ არა მისი ძლიერი მფარველი, როგორაა ასე დარწმუნებული თუ ვის დასჯის სასამართლო და საერთოდ როდის დასრულდება.
ყოველივე ზემოთაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ჩემს ოჯახში გაჩენილი ხანძარი არის სახელმწიფო სათავეში მდგომი მაფიოზური კლანის წინასწარ კარგად ორგანიზებული დანაშაული და ეს კლანი ფარულად მართავს ძალოვან სტრუქტურებს, ასევე ადგილობრივ თვითმართველობებს. მინდა ხმამაღლა განაცხადო, რომ საქართველოში მოქმედ მმართველ გუნდს აქვს გარკვეული ინტერესები კონტრეტულ ადგილებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი ადგილი აჩმოჩნდა ე.წ. „ხასანას კაფე“ – ზღვის სანაპირო ზოლზე განთავსებული კაფე-ბარი. მათი ინტერესი ყოველთვის იყო წაერთმიათ ეს ადგილი, თუმცა სასამართლოს ძალით ვერ მოახერხეს ეს, რადგან გვაქვს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამიტომ მათ შეიმუშავეს ოჯახის განადგურების გრანდიოზული გეგმა და გამოუვიდათ კიდეც. ბოლო ორი წლის განმავლობაში სტატისტიკას თუ გადავხედავთ რამდენიმე დიდი ხანძარი გაჩნდა სწორედ იმ ადგილებზე, სადაც სახელმწიფოს გააჩნდა ინტერესი. ეს ადგილებია: „ელიავას ბაზრობა“ თბილისში, ასვე დაიწვა „ბავშვთა სამყარო“, ბათუმში დიდი ბიზნესცენტრი…
ზაზას გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. პროკურორი ადილარ წირღვავა (პროკურორის თანამდებობაზე დაინიშნა იუსტიციის მინისტრის წყალობით, რომლიც მისი მეგობარია და ასრულებს მის კონკრეტულ დავალებებს) არ მალავს თავის ინტერესს და სასამართლო პროცესზეც არკვევს დეტალურ ინფორმაციას ჩემი და ჩემი ძმიშვილის თამარ ართმელაძის შესახებ: სად ვიმყოფები, ვისთან ერთად და ვაპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას. საინტერესოაა… რატომ არის ეს საკითხი მისთვის ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? ალბათ იმიტომ, რომ იცის ძალიან ახლოს ვიყავით ოჯახის წევრები ერთმანეთათან და სიმართლის დადგენის დროს საღ მსჯელობას მივყავართ ისეთ ფაქტებამდე, რომ ამის გამომჟღავნება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის იმ სტრუქტურას, სადაც მუშაობენ. სწორედ ამიტომ მოგვიწია წამოსვლა საზღავრგარეთ მე და ჩემს ძმიშვილს თამარ ართმელაძეს. პირველივე მცდელობა გარდაცვლილი ბავშვის მშობლების მხირდან დაკავშირებოდნენ ჩემს ძმას – კრახით დამთავრდა.. მეორე დღეს ჩემი ძმა ზაზა ართმელაძე დააკავეს… მშობლებს არც მაშინ მიცეს უფლება ენახათ ჩემი ძმა, როცა პატიმრობიდან გათავისუფლდა. ორთავე მხარეს გვაქვს ისეთი კითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც არ სურს პროკურატურას. ღამის სიჩუმეში არ ისმოდა ბავშვების შველის ხმა, მაშინ, როცა გვერდით ოთახში ხალხი იმყოფებოდა. როგორც ამბობენ, ბავშვებს ეძინათო, თუ ეძინათ, გვამები თანაც ერთმანეთის პარალელურად სპეციალურად დაწყობილი როგორ იპოვეს იმ ადგილას, სადაც სველი წერტილი იყო. პროკურატურა არ აძლევს ბასვშვების მშობლებს ჩაატარონ განმეორებითი კვლევა თუ ვინ ასვენია მათი შვილების საფლავში. დაიწვა კი ის სამი ბავშვი იმ ოთახში – ეს ეჭვი გვაქვს ორთავე მხარეს, როგორც ჩვენ, ისე გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს. სწორედ ამის გამო პროკურატურას ვყავართ მუდმივ სტრესში.
თუკი პროკურატურამ თავისი ქმედებით ისეთი ძლიერი პიროვნება, როგორიც ჩემი ძმა იყო – თვითმკვლელობამდე მიიყვანა, საქართველოში დაბრუნების შემთხევაში რა გველის – იმ შემთხვევაში თუკი ჩამოვალთ და სიმართლის დადგენას გავაგრძელებთ. ჩვენი ამ ნაბიჯით არა მარტო ჩვენს სიცოცხლეს შევუქმნით საფრთხეს, არამედ ჩემს ოჯახსაც და თავად გარდაცვლილი ბავშვების მშობლების სიცოცხლესაც. სწორედ აღნიშნულის გამო მინდა საჯაროდ განვაცხადო , რომ ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია. ამ გარემოებების გათვალისწინებით ვერ გავბედეთ მე და ჩემმა ძმიშვილმა საქართველოში ჩამოსვლა, ვერ დავიტირე ძმა, შვილმა – მამა და ვერ დავუდექით ოჯახს გვერდით, რათა ერთად გადაგვეტანა ეს მძიმე წუთები რასაც ახლა განვიცდით.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი სასტუმრო „არმაზის“ გარდაცვლილი მეპატრონის და ხანძრის ახალ მიზეზებზე ალაპარაკდა