მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სასწრაფოდ: ბათუმში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა

სასწრაფოდ: ბათუმში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა

207
0

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნი კომისიაში უკვე შევიდა განცხადება-საჩივარი ბათუმის #13 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გოჩა ცინცაძის მიერ საინფორმაციო სააგენტო „პრეს მედიას“ ჟურნალისტის მარიამ კვანტალიანისთვის მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის შესახებ. ფაქტს დამკვირვებელი გენადი მალაყმაძეც ადასტურებს. კერძოდ კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტს უფლება არ მისცა დადგენილი მანძილიდან გადაეღო საარჩევნო ყუთი, თავად კენჭისყრის პროცედურა და მოითხოვა ჟურნალისტი დამორჩილებოდა თავის მითითებებს. როგორც ირკვევა, დილით, როცა უბანი გაიხსნა, წილისყრის პროცედურის ნაცვლად კომისიის თავმჯდომარე დაელოდა დაგვიანებულ უფლებამოსილ პირებს, არ დაკეტა კარები, რითაც ისარგებლეს კომისიის სხვა წევრებმა და დაიწყეს თავისუფალი გადაადგილება, სწორედ ეს ფაქტი დააფიქსირა ჟურნალისტმა, რის გამოც კომისიის თავმჯდომარეს ის თვალში აღარ მოუვიდა. საჩივარში მარიამ კვანტალიანი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს.