დღეს, დილით სამასამდე ადგილობრივი და ათეულობით პოლიციელი იყო მობილიზებული ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა #120 სახლთან, სადაც აღსრულების პოლიცია საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული იპოთეკარის ედნარ ქათამაძის გამოსახლებას ცდილობდა. აქ იყვნენ როგორც რიგითი ქობულეთელები, ისე სხვა იპოთეკარებიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ თავის განწირვაც რომ დასჭირდეთ, გამოსახლების პროცესს არ დაუშვებდნენ. თავად ედნარ ქათამაძე ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობით (მან ახლახანს გადაიტანა ინსულტი და გულის ოპერაცია) საწოლსაა მიჯაჭვული და მის მდგომარეობას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმები აკონტროლებდნენ, სწორედ მისი ჯანმრთელობის გაუარესება გახდა მიზეზი გამოსახლების პროცესის გადადებისა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ვიდეოკადრებს მოვლენის ადგილიდან.
https://youtu.be/_GPs5chAuYU